X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - „სოფლებში სიარული არ არის პიარი, ეს ჩვენი საქმიანობაა“

6 სექტემბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დეპუტატების შეკითხვას უპასუხა და განმარტა, რომ წლის დასაწყისში, როდესაც პროგრამა აღდგა მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრებმა ცხადყო პროგრამის მასშტაბის გაზრდის საჭიროება, რის გამოც მისი ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. 

„ამ პროგრამით სოფლებმა შეძლეს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. 4800-მდე პროექტი შეირჩა სოფლის მოსახლეობის მიერ და აქედან 2176 პროექტი უკვე დასრულებულია. სოფლის მიერ შერჩეული პროექტების უმეტესი ნაწილი კვლავ გზის პროექტია, თუმცა ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ დისკუსიის პროცესში მათი საჭიროებების მოსმენა -  ეს არის წყლის პროექტები, საბავშვო მაღების მოწესრიგება, გარე განათება და ა.შ.  ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ და თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგვცემს ვეცდებით, რომ ეს პროგრამა გავზარდოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.